
ისევ ბლოგი..
ზოგჯერ კარგია წერა
ასე, სახალხოდ..
თუმცა, რასაც მე ვწერ, ”ხალხისთვის” საინტერესო არაა. ამას მხოლოდ ის წაიკითხავს და გაიგებს, ვინც დაახლოებით მაინც იცის რა ხდება ჩემს ცხოვრებაში. კარგია მამენტ. მეტი არც მინდა
არც ისე ბევრი რაღაც მოხდა სანამ არ ვწერდი. მაგრამ რაც მოხდა, ჯერჯერობით, უფრო ცუდი ჭარბობს, ვიდრე კარგი..
კორეაში არ მივდივარ რაღაც მიზეზების გამო :გივი: სამაგიეროდ, იტალიაში მაგდებენ. უარს ვერ ვეუბნები, თორემ საბოლოოდ ჩაიქნევენ ჩემზე ხელს სახლში. ისეც ბევრს ვანერვიულებ. ”შენ ხომ ინტერესები არ გაქვს, თუ არ მოგწონს, სხვა ფაკულტეტზე ჩააბარე, თუ სხვაც არ გინდა, წადი ისე იმუშავე მიმტანად, თუ ეგეც არ შეგიძლია, აკადემიური აიღე 1 წლით, მეტი რა ვქნათ”. ეს იტალიაც ჩემი გადარჩენის მორიგი გეგმაა. მარტო მიშვებენ სულ უცნობ ადამიანებში. იტალიურიც კი არ ვიცი. წესით ფასეულობები უნდა შემეცვალოს და ადამიანებს სხვა თვალით შევხედავ. ვნახოთ რა იქნება. ფასეულობებში რას გულისხმობდნენ რა ვიცი..
მგონი უნდათ გამაგებინონ, რომ ცხოვრებაში მთავარია ლამაზი სული. არადა არა! მთავარია გარეგნობა ან ”მაგარი როჟობა” ან ღირსეული პიროვნება. ღირსეულ ადმიანს შეიძლება სულაც არ ჰქონდეს ლამაზი სული. უბრალოდ საზიზღრობები არ უნდა აკეთოს. ვლაპარაკობდით იმ დღეს ამაზე. დასკვნა მაინც ცხოვრებისეული ისტორიებიდან გამოვიტანეთ. უსამართლობაა რაღაც. რატომ უნდა ეპატიებოდეს, მაგალითად, ლამაზ გოგოს ის, რომ თავი ჩვეულებრივ ადამიანებზე მეტი ჰგონია. რატომღაც ამას ”საკუთარი თავის ფასის ცოდნას” უწოდებენ და დადებით მხარედ თვლიან. უკვე მერამდენედ.. ჰო, ვიცი რაც გაიფიქრეთ. და მართლებიც ხართ. შურიანი ბოღმა ვარ. დაე ვიყო.. ვწერ იმას, რასაც ვხედავ. ვიჩაგრები მარტო იმიტომ, რომ პოლნი ლუზერი გავჩნდი. დავიბოღმები აბა რა. მერამდენედ დამიკიდეს ვიღაც ლამაზი გოგოს, ან თუნდაც ”განსხვავებული” გარეგნობის ადამიანის გამო. (სხვათაშორის უმეტესობა, ვინც დამიკიდა, გოგო იყო :გივი: ) ჩემი ფაქიზი სული ვისღა აინტერესებს. :უსერ: არა, ჩემი სიცუდე ახლობელ ადამინებს არ უშლით. ნუ ვინც დარჩა იმ ახლობლებს. 1ს.. თუ 2ს :პპ სასაცილოა რომ დავუფიქრდე. მაგრამ რა არის სასაცილო, არ დავწერ. მთავარი ისაა, რომ მაკმაყოფილებს ეს რაოდენობა..
რაღაც ისე ვგრძნობ თავს. თითქოს უცებ სხვა სამყაროში მოვხვდი. გაგიჟებლ ხალხში. არეულები, დაკარგულები და სასტიკები. მიუხედავად იმისა, რომ სულ აქ ვცხოვრობ, წარმოუდგენელი რაღაცები გავიგე და ვნახე ამ 5 თვის განმავლობაში. The world has changed.. + ადამიანები სხვანაირები აღმოჩნდნენ. უფრო სწორად, ადრე ვერ ვხედავდი, არც მაინტერესებდა.მერე, როცა ჩემი ხუთი მეგობრიდან 1 შემომრჩა, დავიწყე ახალი ხალხის გაცნობა. და რა? მართლა ძალიან ბევრი გავიცანი. მადლობა ღმერთს, ტვინი მეყო და მაინც არ ვენდე. მერე აღმოჩნდა, რომ საკუთარ ”დაქალებს” უკეთებდნენ საშინელებებს. ჩემზე რამე რომ სცოდნოდათ, წარმომიდგენია და მოხდებოდა. მერე კიდევ გავიცანი სხვები. თითქოს განსხვავდებოდნენ წინა გაცნობილებისგან. მაგრამ როგორც კი რაღაც სანერვიულო გამიჩნდა, როგორც კი ნახეს, რომ სულ ყველაზე საუკეთესო მეგობარმა რაღაც ცუდი გააკეთა, ეგრევე მიბაძეს იმათაც. დიდად არცერთზე დამწყვეტია გული. არ მიყვარდნენ და სულ არ მაინტერესებდა რას იზამდნენ.. ცხოვრებაში სულ 2 ადამიანის წასვლამ იმოქმედა. და იმ ორივეს შემთხვევაში ალბათ ჩემი ბრალი იყო. სულ ჩემი არა, მაგრამ სადღაც 40% კი..
კიდევ, დალევა მინდა ძალიან. მარტო მომბეზრდა. ლოთივით ვზივარ და ვილეშები. აი გოგოებთან ერთად მინდა. ვინ გოგოებთან, არ ვიცი. უბრალოდ რომელიმესთან სახლში რომ აიტანენ დასალევს, გამოსკდებიან, მერე ერთი რომ ყოფილ ქმართან მირბის საცემად და დანარჩენები აჩერებენ, მერე როცა დაარწმუნებენ, რომ იმ ყოფილ ქმარს ახლა სახლში ახალი ქალი ჰყავს და მათი შეწუხება არ ღირს, თორემ ის იმ ქმარს დაიცავს და მერე ნაცემი შეიძლება ის ერთი აღმოჩნდეს, იწყებს ტირილს. ამის შემხედვარე მეორე გოგო იცინის, ვეღარ ჩერდება, მესამე მღერის თავისთვის, მეოთხეს სძინავს, მეხუთე და მეექვსე დალევის გაგრძელებას ცდილობენ, რაც ვისკის ერთმანეთზე გადასხმით მთავრდება. რა კარგი სიტუაციაა. წარმოვიდგინე. რამდენი ხანია ჰაუს ოf ზე რაიზინგ სან არ მიმღერია გალეშილს..
დღევანდელი პოსტიდან გამოვიტან მორალს
))
1. თუ არ გაქვს საფუძველი, არასოდეს უნდა იყო დარწმუნებული საკუთარ თავში, თორემ მერე გამოჩნდება ვიღაც კარგი როჟა და მიგახვედრებს, რომ ბანძი ხარ. ხოდა ასეთ იმედგაცრუებას სჯობს თავიდანვე მომზადებული იყო. დურაკობაა, მაგრამ ასე უფრო კომფორტულია ცხოვრება. (მაგალითი: იმ დღეს, ლექციაზე რაღაც შეკითხვა დასვა ლექტორმა. პასუხი ვიცოდი და გამიხარდა, მეთქი არც ისეთი დებილი ვარ. მე გიპასუხებთო ერთმა. ხოდა მეთქი ნეტა რას იტყვის.. თქვა.. თან ისე, რომ მე არც დამესიზმრებოდა ეგეთი რეჩი. და უცებ ვიგრძენი, რომ ეგ მაგარი იურისტი გამოვა და მე კიდევ მანქანების მრეცხავი გავიჩითები. ქალი მრეცხავი მეტ ყურადღებას მიიპყრობს და კარგია. მაგრამ რასაც იმას 1 პროცესში გადაუხდიან, მე 2 წლის განმავლობაში ვერ დავაგროვებ. და მარტო იმიტომ, რომ იმას ნიჭი აქვს. და მე არა. კიდევ ერთი უსამართლობა)
2. ბევრ ხალხში გარევა იწვევს ბევრ პრობლემას. ამას სხვა რამის დამატება არ სჭირდება
3. მჭირდება 5 გოგო. სასურველია ერთი ქმარს გაშორებული იყოს. საერთოდ, იმის გასამხნევებლად რომ იყოს მოწყობილი ეგ ძივიშნიკი, უფრო მაგარი იქნება. ამ დღეებში ვიშოვი მაგათაც სადმე :უსერ:
4. Oh mother tell your children, not to do what I have done
აი ესეც სოფო-ფილოსოფოსი. იმედი მაქვს ხვალ ამის წაკითხვის შემდეგ გული არ წამივა. ახლა მინდა Grand Canyonს გადავყურებდე, სიგარეტს ვეწეოდე და ჯეკ დენიელსს ვსვამდე. მე გავლოთდი
Bye