Laugh, I Nearly Died..

May 21, 2009

20081011185244

ზუსტად ემთხვევა ჩემს მდგომარეობას.. ვითომ ”ცვლილებები” უნდა მოხდეს ჩემს ცხოვრებაში. წესით.. დიდი არაფერი ოღონდ. გადავწყვიტე სხვა ფაკულტეტზე გადავიდე. იურიდიული უბრადოლ მეზიზღება უკვე. იქ მყოფი ხალხის 80%იანად. რატომღაც ჰგონიათ, რომ რადგან იქ ჩააბარეს, მაგარი როჟები არიან. მირჩევნია ისევ ისეთ ხალხთან ვიყო, ვინც ფაკულტეტის მიხედვით არ აფასებს საკუთარ სიკარგეს. ნუ რომელი ფაკულტეტი მინდა, არ ვიცი. იმიტომ, რომ არ მინდა არცერთი. + მარკეტინგის კურსები უნდა ვიშოვო სადმე. დამაინტერესა ცოტა..

გეგმები კარგია.. მაგრამ ერთი საშინელი რაღაც მიშლის ხელს. წესით, ახლა უნდა ვიწყებდე ყველაფერს. მე კიდევ ძალიან დაღლილი ვარ. მორალურად. სულ მიწევდა ენერგიის დახარჯვა. ყველაფერი მოითხოვდა ზებუნებრივ ნერვებს : )) თითქოს რაღაც გამოვიდა. მთავარი რაც იყო, იქ ვერ შევძელი თავის შეკავება, კიდევ ერთხელ გავაფუჭე ყველაფერი და ახლა ამის დაწყებაც თავიდან მიწევს. თავიდანაც არა. მინუსებიდან. მაგრამ მიხარია ძალიან. თუნდაც იმიტომ, რომ საერთოდ რამის გაკეთება შემიძლია. და მაქვს საშუალება ისევ დავიწყო..

ერთი გენიალური გადაწყვეტილებაც მივიღე. გოგოები აღარ მევასება :პპ  90% ძალიან ცუდი როჟები არიან.

ჰო, და მგონი იტალიაში აღარ წავალ. და ქობულეთში გამიშვებენ : )))))))   მთაში გავიხიზნები ალბათ. და მომავალ წელსაც არის ის სამერ სქული და მივალ

კარგია

:იეს:

Drunk, Beaten and Famous

May 8, 2009

2

მართალია 6ნი არ ვიყავით, მაგრამ 3 გოგოც კარგად გავერთეთ. ბევრი არ დაგვილევია, მთვრალი არ ვარ, მაგრამ მაინც იმოქმედა. თან კარგად.. პირველად ცხოვრებაში მგონი : ))). არც ვინმესთან დარეკვის სურვილი გამიჩნდა, არც ვინმეს ვაგინე, არც ნერვები მომეშალა. პირიქით, კარგად ვგრძნობ თავს..  მაგრამ ის 6 გოგოს გალეშვა კიდევ წინაა.

ახლა რა მინდა მე.. ძალიან თან. სახლში რომ არ ვიყო და ნორმალური ადამიანებიც რომ ცხოვრობდნენ ჩემ გარშემო, მართლა გავაკეთებდი. მერე საქმეების გარჩევა და ეგეთები არ მინდა :პპ.  მოკლედ, მინდა მივიდე რამდენიმე ბიჭის ჯგუფთან, ერთერთს შემოვარტყა მაგრად და იმან მცემოს. ტუჩიდან და ლოყის ზედა ნაწილიდან სისხლი რომ მდიოდეს, იქამდე. და ცხვირს რომ არ შეეხოს. მაშინ ვიტყვი, რომ ბედნიერი ვარ. ოღონდ ყველა დარტყმაზე მეც უნდა ვუბრუნებდე და ისიც მაცდიდეს. და ბოლოს ხელი უნდა ჩამოვართვა და წავიდე. ეეჰ. რატომ არ ვიცნობ ეგეთებს..

მაგაზე გამახსენდა, იმ დღეს ოცნებებზე ვლაპარაკობდით. კარგი რაღაცები ითქვა, მომეწონა. მერე დავფიქრდი, მე რა ოცნება მაქვს? ან საერთოდ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ ოცნება? აი მე მინდა ვიყო დრუიდი. ან ასასინი. რომელიმე. ან, ზემაგუშესტვენნი მაგიც შეიძლება, მაგრამ ეგ ზედმეტად არარეალურია. კიდევ, მინდა Neverwinter Woodში მისვლა. რასაც ნამდვილად გავაკეთებ. ყველაფერი მაგისკენ მიდის. მანდ უნდა მიხვიდე მარტო. მშვიდი, გაწონასწორებული და, რაც მთავარია, უნდა გრძნობდე იმ ტყეს. და ყველა არსებას.. მალე მივალ. ცოტა დროც მჭირდება ). ყველანაირად ცდილობდა გავეფრთხილებინე, რომ იქ მე ასე ვერ მივაღწევდი. და ახლა.. ახლა უკვე შემიძლია..

სემი და დინი დაიდო. იმედია კასტიელი იქნება ამ სერიაში..

:user:

House Of The Rising Sun

May 7, 2009

2251816652_7f316d1853

ისევ ბლოგი..

ზოგჯერ კარგია წერა

ასე, სახალხოდ..

თუმცა, რასაც მე ვწერ, ”ხალხისთვის” საინტერესო არაა. ამას მხოლოდ ის წაიკითხავს და გაიგებს, ვინც დაახლოებით მაინც იცის რა ხდება ჩემს ცხოვრებაში. კარგია მამენტ. მეტი არც მინდა

არც ისე ბევრი რაღაც მოხდა სანამ არ ვწერდი. მაგრამ რაც მოხდა, ჯერჯერობით, უფრო ცუდი ჭარბობს, ვიდრე კარგი..

კორეაში არ მივდივარ რაღაც მიზეზების გამო :გივი:   სამაგიეროდ, იტალიაში მაგდებენ. უარს ვერ ვეუბნები, თორემ საბოლოოდ ჩაიქნევენ ჩემზე ხელს სახლში. ისეც ბევრს ვანერვიულებ. ”შენ ხომ ინტერესები არ გაქვს, თუ არ მოგწონს, სხვა ფაკულტეტზე ჩააბარე, თუ სხვაც არ გინდა, წადი ისე იმუშავე მიმტანად, თუ ეგეც არ შეგიძლია, აკადემიური აიღე 1 წლით, მეტი რა ვქნათ”.  ეს იტალიაც ჩემი გადარჩენის მორიგი გეგმაა. მარტო მიშვებენ სულ უცნობ ადამიანებში. იტალიურიც კი არ ვიცი.  წესით ფასეულობები უნდა შემეცვალოს და ადამიანებს სხვა თვალით შევხედავ. ვნახოთ რა იქნება. ფასეულობებში რას გულისხმობდნენ რა ვიცი..

მგონი უნდათ გამაგებინონ, რომ ცხოვრებაში მთავარია ლამაზი სული. არადა არა! მთავარია გარეგნობა ან ”მაგარი როჟობა” ან ღირსეული პიროვნება. ღირსეულ ადმიანს შეიძლება სულაც არ ჰქონდეს ლამაზი სული. უბრალოდ საზიზღრობები არ უნდა აკეთოს. ვლაპარაკობდით იმ დღეს ამაზე.  დასკვნა მაინც ცხოვრებისეული ისტორიებიდან გამოვიტანეთ. უსამართლობაა რაღაც. რატომ უნდა ეპატიებოდეს, მაგალითად, ლამაზ გოგოს ის, რომ თავი ჩვეულებრივ ადამიანებზე მეტი ჰგონია. რატომღაც ამას ”საკუთარი თავის ფასის ცოდნას” უწოდებენ და დადებით მხარედ თვლიან.  უკვე მერამდენედ..  ჰო, ვიცი რაც გაიფიქრეთ. და მართლებიც ხართ.   შურიანი ბოღმა ვარ. დაე ვიყო.. ვწერ იმას, რასაც ვხედავ. ვიჩაგრები მარტო იმიტომ, რომ პოლნი ლუზერი გავჩნდი. დავიბოღმები აბა რა. მერამდენედ დამიკიდეს ვიღაც ლამაზი გოგოს, ან თუნდაც ”განსხვავებული” გარეგნობის ადამიანის გამო. (სხვათაშორის უმეტესობა, ვინც დამიკიდა,  გოგო იყო :გივი: ) ჩემი ფაქიზი სული ვისღა აინტერესებს. :უსერ: არა, ჩემი სიცუდე ახლობელ ადამინებს არ უშლით. ნუ ვინც დარჩა იმ ახლობლებს. 1ს.. თუ 2ს :პპ სასაცილოა რომ დავუფიქრდე. მაგრამ რა არის სასაცილო, არ დავწერ. მთავარი ისაა, რომ მაკმაყოფილებს ეს რაოდენობა..

რაღაც ისე ვგრძნობ თავს. თითქოს უცებ სხვა სამყაროში მოვხვდი. გაგიჟებლ ხალხში. არეულები, დაკარგულები და სასტიკები. მიუხედავად იმისა, რომ სულ აქ ვცხოვრობ, წარმოუდგენელი რაღაცები გავიგე და ვნახე ამ 5 თვის განმავლობაში. The world has changed.. +  ადამიანები სხვანაირები აღმოჩნდნენ. უფრო სწორად, ადრე ვერ ვხედავდი, არც მაინტერესებდა.მერე, როცა ჩემი ხუთი მეგობრიდან  1 შემომრჩა, დავიწყე ახალი ხალხის გაცნობა. და რა? მართლა ძალიან ბევრი გავიცანი. მადლობა ღმერთს, ტვინი მეყო და მაინც არ ვენდე. მერე აღმოჩნდა, რომ საკუთარ ”დაქალებს” უკეთებდნენ საშინელებებს. ჩემზე რამე რომ სცოდნოდათ, წარმომიდგენია და მოხდებოდა. მერე კიდევ გავიცანი სხვები. თითქოს განსხვავდებოდნენ წინა გაცნობილებისგან. მაგრამ როგორც კი რაღაც სანერვიულო გამიჩნდა, როგორც კი ნახეს, რომ სულ ყველაზე საუკეთესო მეგობარმა რაღაც ცუდი გააკეთა, ეგრევე მიბაძეს იმათაც. დიდად არცერთზე დამწყვეტია გული.  არ მიყვარდნენ და სულ არ მაინტერესებდა რას იზამდნენ.. ცხოვრებაში სულ 2 ადამიანის წასვლამ იმოქმედა. და იმ ორივეს შემთხვევაში ალბათ ჩემი ბრალი იყო. სულ ჩემი არა, მაგრამ სადღაც 40% კი..

კიდევ, დალევა მინდა ძალიან. მარტო მომბეზრდა. ლოთივით ვზივარ და ვილეშები. აი გოგოებთან ერთად მინდა. ვინ გოგოებთან, არ ვიცი. უბრალოდ რომელიმესთან სახლში რომ აიტანენ დასალევს, გამოსკდებიან, მერე ერთი რომ ყოფილ ქმართან მირბის საცემად და დანარჩენები აჩერებენ, მერე როცა დაარწმუნებენ, რომ იმ ყოფილ ქმარს ახლა სახლში ახალი ქალი ჰყავს და მათი შეწუხება არ ღირს, თორემ ის იმ ქმარს დაიცავს და მერე ნაცემი შეიძლება ის ერთი აღმოჩნდეს, იწყებს ტირილს. ამის შემხედვარე მეორე გოგო იცინის, ვეღარ ჩერდება, მესამე მღერის თავისთვის, მეოთხეს სძინავს, მეხუთე და მეექვსე დალევის გაგრძელებას ცდილობენ, რაც ვისკის ერთმანეთზე გადასხმით მთავრდება. რა კარგი სიტუაციაა. წარმოვიდგინე. რამდენი ხანია ჰაუს ოf ზე რაიზინგ სან არ მიმღერია გალეშილს..

დღევანდელი პოსტიდან გამოვიტან მორალს :)))

1. თუ არ გაქვს საფუძველი, არასოდეს უნდა იყო დარწმუნებული საკუთარ თავში, თორემ მერე გამოჩნდება ვიღაც კარგი როჟა და მიგახვედრებს, რომ ბანძი ხარ. ხოდა ასეთ იმედგაცრუებას სჯობს თავიდანვე მომზადებული იყო. დურაკობაა, მაგრამ ასე უფრო კომფორტულია ცხოვრება. (მაგალითი: იმ დღეს, ლექციაზე რაღაც შეკითხვა დასვა ლექტორმა. პასუხი ვიცოდი და გამიხარდა, მეთქი არც ისეთი დებილი ვარ. მე გიპასუხებთო ერთმა. ხოდა მეთქი ნეტა რას იტყვის..  თქვა.. თან ისე, რომ მე არც დამესიზმრებოდა ეგეთი რეჩი. და უცებ ვიგრძენი, რომ ეგ მაგარი იურისტი გამოვა და მე კიდევ მანქანების მრეცხავი გავიჩითები. ქალი მრეცხავი მეტ ყურადღებას მიიპყრობს და კარგია. მაგრამ რასაც იმას 1 პროცესში გადაუხდიან, მე 2 წლის განმავლობაში ვერ დავაგროვებ. და მარტო იმიტომ, რომ იმას ნიჭი აქვს. და მე არა. კიდევ ერთი უსამართლობა)

2. ბევრ ხალხში გარევა იწვევს ბევრ პრობლემას. ამას სხვა რამის დამატება არ სჭირდება

3. მჭირდება 5 გოგო. სასურველია ერთი ქმარს გაშორებული იყოს. საერთოდ, იმის გასამხნევებლად რომ იყოს მოწყობილი ეგ ძივიშნიკი, უფრო მაგარი იქნება. ამ დღეებში ვიშოვი მაგათაც სადმე :უსერ:

4. Oh mother tell your children,  not to do what I have done

აი ესეც სოფო-ფილოსოფოსი. იმედი მაქვს ხვალ ამის წაკითხვის შემდეგ გული არ წამივა. ახლა მინდა  Grand Canyonს გადავყურებდე, სიგარეტს ვეწეოდე და ჯეკ დენიელსს ვსვამდე. მე გავლოთდი

Bye

News from..

March 11, 2009

pict-100408-0212261

დავიწყე უნვერსიტეტში სიარული..  ჯერ გული არ მერევა.. სემინარები არაა და სამეცადინოც არ მაქვს. გჯუფში ყველაზე კარგი ბავშვები მყავს. ვიწყებ ესპანურის სწავლას. ინგლისურზე ვითომ რაღაცას ვაკეთებ და უკვე ყველაზე კარგი მოსწვლე გავხდი ))  ”ძველი მეგობრები” გავიხსენე. თან თითქმის ყველა ერთ ”უბანში” ცხოვრობს და ერთ მისვლაზე ყველას ვნახულობ. კიდევ ახალი ნაცნობები მყავს.  4 დღის წინ ველაპარაკებოდი თეკლეს მაგ თემაზე და იმ დღესვე ახდა ყველაფერი :გივი: არადა ეგეთ ტემპებში არ მინდოდა.. 1 ახალი კარგია. რუსეთში ცხოვრობდა, ახლახანს ჩამოვიდა, რაღაცნაირი აქცენტი აქვს და თან კეთილია. მეორე ახალი ნაცნობის უკვე მეშინია. არ ვიცი სერიოზულად ეგეთია, თუ სპეციალურად აკეთებს. აქ ვერ დავწერ რას, მაგრამ მთავარია, რომ რაღაც სჭირს.

კიდევ, ალბათ კორეაში წავალ 2 თვით. ზაფხულში. სამერ სქულია.. ხოდა ვერ გადავწყვიტე რა ვქნა. პასუხი ამ კვირაში უნდა იყოს. რატომღაც მგონია, რომ ჩემი წასვლის შემდეგ ყველაფერი შეიცვლება. თეკლე ახალ მეგობრებს იპოვის, ჩემს კატას მარი უფრო შეუყვარდება, ჰო, მარი სხვებთან ერთად უყურებს უჟასებს, მეორე მარი უჩემოდ ისწავლის ესპანურს და ეგეთები.   აი’ლ ლუზ ქანთროლ )) პასუხი ვიცი, თუ არ მაფასებენ, 2 თვე ვერ იცდიან და ჩემი შემცვლელის პოვნა შეუძლიათ, რაღათ მინდა ეგეთი მეგობრები. მაგრამ ეგ არ მშველის და მაინც აღარ მინდება წასვლა. თან არ ვიცნობ არავის სამერ სქულის ბავშვებიდან. და გაცნობა მეზარება. ვიცი, რომ ძალიან ”თანამედროვე თინეიჯერი” როჟები იქნებიან. + ვითომ მხიარული და აქტიურები. მომიწევს მარტო ჯდომა სულ. ან რომ დავიკარგო საერთოდ :ქრაი: და ბოლოს, ისიც არ ვიცი რა ხდება მანდ და რა უნდა ვაკეთო. ან ვისწავლო..

ეს მინუსები. და + ისაა, რომ  აქედან წავალ ცოტა ხნით. ყველაფერს მოვშორდები და 2 თვით დავივიწყებ. თან კორეას ვნახავ.. თუმცა დიდი სურვილი არ მაქვს. სამაგიეროდ მშობლებს გაუხარდებათ, ”ბავშვს რაღაც აინტერესებს”. კიდევ, უნიჭო  უჟასების სამშობლოა )))  რომ ვიტყვი აკაცია ნანახი მაქვს-მეთქი, ყველაზე კარგი როჟა გავხდები იქ ))  სხვა + ვერ მოვიფიქრე..

და აი ასეთი სამნენიები მაწუხებს. მატარებლით რომ მივდიოდე, ყველანაირ უარყოფით მხარეს დამავიწყებდა, მაგრამ მაგას ვინ მაღირსებს? არ ვიცი რა :მო:

შეწუხებული პოსტი

February 21, 2009

82497281

ამ ინ ფეინ. ყელი მტკივა. და ბრონქებიც მგონი. ვერც კი ვახველებ ტკივილისგან. თავი მძვრება. სიცხე მაქვს. ალბათ გუშინაც მქონდა და იმიტომ ვიყავი ცუდად. მთავარია არ გამიუარესდეს..

ნაწყენი ვარ სამყაროზე. არ მივლის არავინ. ვგდივარ მარტო საწოლში. ჩემი ინიციატივით ვიზომავ სიცხეს. და ვამცირებ კომპიუტერის დროს. თორემ ისე თვალები უფრო მტკივდება. რატომ უნდა ვიყო ასე? არ მომწონს. ლაპარაკი მინდა. და წუწუნი ბევრი. თავიდან კატა მისმენდა. ბოლოს მობეზრდა და დაიძინა.  თან არ ვიცი გადაედება თუ არა ჩემი გრიპი. როგორ არის მაგათზე? იცის, რომ ცუდად ვარ და არ მტოვებს. ჩემი საწოლიდან არ მიდის. არც უჭამია. პერიოდულად დგება და მამოწმებს როგორ ვარ. მგონი თვითონ კარგად არის. მთელ დედამიწაზე ერთი მაგას აღელვებს როგორ ვიქნები. არადა არავინ აინტერესებთ კატებს საკუთარი თავის გარდა. ეს განსაკუთრებულია ალბათ..

ვერ ვჭამ ვერაფერს. და ვნერვიულობ. უფრო გავხდები. როგორ არ მინდა. რა დროს ეს იყო. აჰა ისევ ამტკივდა თვალები. და ვეღარ დავწერ..

The Strangest Start

February 15, 2009

82511664

როგორც ყოველთვის, რამის დაწერა მინდა და, კაკ ნა ზლო, არაფერი ხდება ისეთი. არ მინდა გუშინდელი ვალენტინობის განხილვა. ისიც მეყოფა, რომ მეგობარი დამაკარგინა )) იმედია მალე მობეზრდება მარტო ყოფნა. იდეალური დღე იყო რამდენიმე საქმეზე გასვლისთვის და ასე საწოლში ვხარჯავ..

ხოდა ბარემ ეგეთი პენსიონერული დღე მაქვს და ძველ დროს გავიხსენებ ისევ.  არა, თიიქმის ყველა ვალენტინობა შავი ლაქაა ჩემს ცხოვრებაში. უმეტესებას აქ ვერ დავწერ. მაგრამ, მაგალითად 12 წლის რომ ვიყავი, ეგ დამამახსოვრდა. დამრიგებელმა შეგვაგროვებინა ფული და ფაიფურის ფიგურები ( რა იყო არ მახსოვს) გვაყიდინა. მერე, შრომის გაკვეთილზე შომევიდნენ ბიჭები და გვაჩუქეს. იმ დროს ერთს მოვწონდი და მე მაჩუქა რა თქმა უნდა. და მე ზედაც არ შევხედე. ახლა რომ ვფიქრობ, რაღაცნაირად გამოვიდა. მაგრამ ადრე იყო და რა ვქნა  :უსერ: სამაგიეროდ, ისტორიის საკონტროლოზე რაღაც მიკარნახა მიშამ და ეგრევე მასთან მივედი, რომ არავის დაესწრო. გული მიგრძნობდა. მერე გაირკვა, რომ კიდევ 5 გოგოს უნდოდა მისთვის იმ სუვენირის ჩუქება )))  არა, ახლა გამახსენდა, რომ არც ეგ იყო ისეთი დღე, რომელსაც ახლა გავიხსენებ და არ შემრცხვება. მერე ცუდი დასასრული აქვს. ამიტომ, აღარ გავაგრძელებ.. :გივი:

ეს კლასელები რატომ გამახსენდა.. გუშინ შემხვდა ერთი მათგანი. ბოლოს 2 წლის წინ მყავდა ნანახი. სულ მეგონა, რომ ვეზიზღებოდი. და არც ვცდებოდი. თუმცა, რომ დამინახა, გაჩერდა და დამელაპარაკა. დიდი პროგრესია. გუშინწინაც ვნახე ორი გოგო. ისინი მართლა მეგობრულად იქცეოდნენ.  სულ უფრო ხშირად მხვდებიან კლასელები. მეც უფრო ხშირად გავდივარ გარეთ და მაგის ბრალია. რას წარმოვიდგენდი, თუ კლასელებთან ურთიერთობას დავიწყებდი როდესმე. და ეგ კლასელები მე თბილად და ღიმილით დმელაპარაკებოდნენ. უჟას.. ძალიან უცნაურია. წარმოუდგენელი რამეა ))

Revolutionary Road

February 11, 2009

3

დღეს დიდი ამბით გადმოვწერე. ვიცოდი დაახლოებით რაზეც იყო და პა წემე გამოვიდა. რაღაც უჟასი მდგომარეობა მაქვს თან და მეთქი ბარემ ბოლომდე გავაუბედურებ ყველაფერს. დასაწყისშივე შევამჩნიე, რომ ის ქალი ყველა ფილმში ეგეთი ბებერი გამოდის. მერე სიგარეტი მომინდა. და მერე, 15 წუთის შემდეგ, მივხვდი, რომ მარტო არ ვაპირებ ამ ფილმის ყურებას. და როცა გავთხოვდები, ქმართან ერთად ვნახავ. და გამოვრთე :ბის:

ხოდა არ ვიცი კარგია, თუ არა. მგონი კარგია. და ძალიან დამთრგუნველი :მო:

The End Is Near

February 4, 2009

000001

ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ხვალ ან ზეგ მოვკვდები.. ნუ მაქსიმუმ 8მდე გავქაჩო.. ხო ვიცი, გამოცდის ჩაბარება მაინც მომიწევს.. აღწერაც ძნელია.. ჰო, და სანამ მოვკვდები, რამე ხომ უნდა ვთქვა..

პირველ რიგში, ღმერთს ვთხოვ, რომ თუ რამე და ჯოჯოხეთში მოხვედრის აცილების მიზნით ისევ აქ დამაბრუნა, ასეთი ”მე” აღარ შემქმნას. ხომ იცი როგორიც მინდა და ეგეთი კარგი როჟა ვიქნები ))) კიდევ, თუ მაგას არ მაღირსებ, აქ დაბრუნების საშუალება მომეცი ზოგჯერ. რაღაც საქმეები მექნება პერიოდულად და :პ

ჩემს დას დავავალებ ჩემი თამაშის დისკების შენახვას.  და საიბერია არ დაამთავროს უჩემოდ..

მეტი არაფერი ისეთი. კუბოს ფერი აარჩიეთ თქვენ..

მე კი დავისვენებ. მეცადინეობაც აღარ მჭირდება. დავწვებიდა დავიძინებ

Unfabulous

January 29, 2009

82387025

დღეს შემთხვევით კურსელებთან აღმოვჩნდი.. გამოცდას ველოდებოდი და ერთად ვისხედით.. სიჩუმე იყო, იმეორებდნენ თავისთვის და უცებ ერთი გოგო ამბობს: ”იცით როგორ მიკვირს ჯავახიშვილში ჩემ გამო ბიჭებს ჯერ რომ არ უჩხუბიათ?”  და ჩუმდება..  სადღაც 10 წამის შემდეგ სიჩუმეს გაოცებული გოგოების აღშფოთება არღვევს. ”შენ გამო დუელებს აწყობენ და აქ ბრმა ბიჭები სწავლობეენ?” )))  და ამას მოჰყვა ამ გოგოს ისტორიები. მაგრამ ერთი განსაკუთრებით დამამახსოვრდა.. ვიღაც ბიჭი თავს მაწონებდა და ჩემმა ძმაკაცებმა სცემეს მაგრადო. და მერე, სადღაც ფართიზე მაგის ძმაკაცი გავიცანიო. და რომ გაიგო, რომ ვიცნობდი იმასაც, დაურეკა და მაგრა აგინა, რა პონტში გაბედე ახლოს მისვლა საერთოდო. და მერე ამ ბიჭმა მითხრა, მაგისი და ჩემი ნაშაა და არაფერს მეუბნებაო.. მოკლედ, გაჭორა.. და ეს გოგოც რა გახარებული და ამაყი იყო..

აი საშინელი შოკი იყო ეს.. ძალიან საყვარელი გოგოა გარეგნობით და კაი, თქვას და იმარიაჟოს, მაგრამ ეგეთი რამით? :გივი:  მაგრამ ეგ არაფერი. გოგოა და უხარია.. მაგრამ აი ის ”ძმაკაცები” საერთოდ ცალკე რაღაცაა… ან რატომ აგინებს, ან თუ ეგრე ”რამის სათქმელია” ძმაკაცის დასთან ურთიერთობა, საერთოდ რატომ დაიწყო? რა გნილოი არსებაა :ეეკ:   კი ვაპირებდი სიარულს უნივერსიტეტში, მაგრამ დღეს რომ დავინახე რა ხალხია, შემეშინდა ცოტა.. ნორმალური ხალხი სულ სხვა ჯგუფებში არიან.. იქნებ მეორე სემესტრიდან რომელიმე მაინც მოხვდეს ჩემთან..

კიდევ, აღმოვაჩინე, რომ იურისტები მარტო ფიზიკოსებს არ ეზიზღებათ.. ჩემ წინ იჯდა ვიღაც გოგო და ისეთი სახით მკითხა, თქვენ ურისტები ხართო, რომ შემრცხვა ))))   რა დააშავეს ეგეთი? ალბათ ყველა იმ გოგოს და იმ ძმაკაცების მსგავსები იყვნენ და აიან, თორემ სხვა რა?

და ბოლოს, მგონი ჩემ გვერდით მჯდომ ბიჭს არ გადავაწერინე )))  რაღაცნაირი სახით მიყურებდა და ვერ მივხვდი რა უნდოდა.. ხოდა ავდექი და ჩავაბარე. ბოლო სავარჯიშო ჰქონდა დასაწერი არადა :პპპ ცოტა  სინდისმა შემაწუხა რომ გამოვედი. ახლა გამიარა უკვე :გივი:

დღის ადამიანზე არ დამიწერია რამდენი ხანია.. ვეკა :იეს: როგორ მაკლდა იქ ერთადერთი კარგი ადმიანი.. დააგვიანა და მხოლოდ გასვლის წინ დავინახე.  რას წარმოვიდგენდი, როდესმე ვინმე გოგოს დანახვა თუ გამიხარდებოდა ეგრე..  She’s our smart girl :2kiss:

Young thing

January 24, 2009

post-1-1123917325

უკვე ვგრძნობ, რომ უსაქმურობა ნერვებზე მოქმედებს. და თან კიდევ უარესად არასრულფასოვანი გავხდი. და რამე თუ არ გამოვასწორე, მართლა ორკად გადავიქცევი.. ახლა ურუკ ჰაი მგონია თავი. ეგრე იყო თავიდანაც.. ვიღაც ჩემნაირი იქნებოდა ის დიადი ელფი და ეს გზა გაიარა, სანამ ორკად იქცეოდა.. სირცხვილია.. მეც ბევრი კი არ დამრჩა. უკვე ისეთ დონემდე მივედი, რომ ”საზოგადოება გამრიყავს”  ცოტა ხანში. ან თუ არა, მე თვითონ წამოვალ და სინესტეში დავობდები. და ამით საფუძველს ჩავუყრი ახალ რასას. ჯერ მეც არ ვიცი, ადამიანის არაფერი მეტყობა. უფრო მელკი და პატარა ვარ. ელფისთვის ზედმეტად ფერადი. თან ეგეთი უხეში ნაკვთები არ აქვთ. რაღაცნაირი სწორები არიან. აი დროუ ელფებზე ვიფიქრე ერთხელ, მაგრამ ეგენი ნაცრისფერები არიან და მე ყავისფერი. სან ელფებს რაღაცით ვგავარ. თუმცა ეგ მხოლოდ გარეგნობით და მხოლოდ ცოტათი. ხასიათით  ნამდვილად სხვა არსება ვარ. ჰობიტთან საერთო არაფერი მაქვს. ცოტა დიდი ფეხები რომ მქონდეს, კიდევ ვიფიქრებდი რამეს. გნომებისთვის და დვარფებისთვის ზედმეტად წვრილი ვარ. ორკები და ურუკ ჰაები დიდები არიან წესით. ჰო, ენტი ჭკვიანია. პიქსიებზე და სუკუბუსებზე არ გადავალ. ხვალამდე ვერ დავამთავრებ წერას )))

საინტერესოა რა იქნება.  მგონი ერთადერთი რამეა, რაც მაინტერესებს. მაგრამ მაგით რა? არც კურსები არსებობს, არც სამსახური. ამიტომ რამე სხვა მინდა. ტვინი მეღრძო ფიქრით. როგორ არ მაინტერესებს. რა უბედურებაა ეს. მგონი ისევ თეკლესთან ერთად ვივლი ბასეინზე. არა. შანსი არაა.. რამე სხვა.. რამე სხვა… სასწრაფოდ..  ს.ო.ს.   სამსახურის დაწყებაც მეზარება. ჯერ რამეს ვისწავლი. ხატვა მინდება ხოლმე. მაგრამ მაგას აზრი არ აქვს. მაქსუმიმ ორჯერ მივალ და დავანებებ თავს. ამაზე ფიქრით და წერითაც შევწუხდი. აი ვსო, ამაზე აღარ დავწერ, სანამ რამეს არ მოვიფიქრებ. ოღონდ ერთი რამე არაა საკმარისი. სულ უნდა დავტვირთო მთელი დღე. საერთოდ არავის ნახვის საშუალებაც რომ აღარ მქონდეს.  რამდენიმე თვე მაინც. თორემ მომბეზრდა ადამიანებთან ურთიერთობა.. არადა არც მარტო ყოფნა მინდა. ვერ ვიტან მარტოობას. ყველაზე ძალიან ვერ ვიტან მგონი. მაგრამ, აი ახლა ხო მარტო ვარ და ისეც მარტო ვიქნები. რა განსხვავებაა? თან ისე ოდნავ მაინც გავაუმჯობესებ ჩემ თავს. არა, რათ მინდა. რა აზრი აქვს

მოკლედ, აღარ მინდა არაფერზე სიარული. ისევ ასე ვიქნები. უნივერსიტეტი, ინგლისური, მეცადინეობა. და ვიღაც ხალხთან ურთიერთობა. როგორ მეზარება